საბა გოგლიჩიძე იტალიურ მედიასთან: "ქართველებს საკუთარი ქვეყანა ძალიან გვიყვარს"
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიაში გადასვლის შემდეგ, საბა გოგლიჩიძე განვითარებას არ წყვეტს. ახალგაზრდა მცველი ძალიან დამაჯერებლად თამაშობს და "ემპოლის" გულშემატკივრებს მომავლის იმედს უჩენს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მცველს საკმაოდ კარგი პრესა აქვს და ექსპერტებიც მისი თამაშით კმაყოფილნი არიან.
საბამ მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა თემებზე იტალიურ მედიასთან ისაუბრა.
"ვენეციასთან" გასვლაზე თამაში რთული იყო. სამი მარცხი გვქონდა და ვიცოდით, რომ ესე რთული შეხვედრა იქნებოდა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან სამი ქულის მოპოვება შეგვეძლო. რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა და გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა. სეზონის პირველი ნაწილით ბედნიერები ვართ, ეს სვლა უნდა შევინარჩუნოთ და მწვერთნელის ინსტრუქციებს მივყვეთ.
იტალიაში საცხოვრებლად გადმოსვლა ადვილი არ იყო - უცხო ქვეყანა და ენის არცოდნა. საბედნიეროდ, ნამდვილ ოჯახში მოვხვდი რომელსაც "ემპოლი" ქვია. პირველ შეხვედრაში ცოტა გამიჭირდა მაგრამ, ჩემი თანაგუნდელები დამეხმარნენ. ამის შემდეგ ზეწოლა მომეხსნა და ახლა თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში.
მწვრთნელი მხრიდან ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. ამას პირველი თამაშიდანვე ვგრძნობ და თავდაჯერებასთან ერთად, საშუალებას , მაძლევს თამაშიდან თამაშამდე გავიზარდო. ვმუშობ რომ ასე გავაგრძელო.
ყოველი თამაშისთვის მწვრთნელი სხვადასხვა დავალებებს მაძლევს, რაც ნორმალურია რადგან ყველა თამაში განსხვავებულია. ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც მწვრთნელი მეტყვის, ეს ზრდაში მეხმარება.
ყველაზე რთულ მეტოქეებად ლეაუს და კვარაცხელიას დავასახელებ. ისინი ძალიან ძლიერები არიან.
ჩვენ ქართველებს საკუთარი ქვეყანა ძალიან გვიყვარს. ჩვენთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. - განაცხადა საბა გოგლიძიჩემ
შემდეგი შეხვედრა "ემპოლის" "ლეჩეს" წინააღმდეგ ელის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გოგლიჩიძის გუნდს 4 შეხვედრაა არ მოუგია და სამი ქულა ჰაერივით სჭირდება.
"ლეჩესთან" წინა შეხვედრაში დავწინაურდით და ისე ჩანდა, თითქოს მოგება შეგვეძლო. საბოლოოდ, მნიშვნელოვანი ერთი ქულა ავიღეთ. ხვალ სახლში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და შევეცდებით გავიმარჯვოთ, რადგან სატურნიორ მდგომარეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. - განაცხადა საბამ
"ემპოლისა" და "ლეჩეს" შეხვედრა ხვალ, 11 იანვარს 18:00 საათზე არის ჩანიშნული. სერია ა-ს გათამაშებაში "ემპოლის" 20 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.