Belive

მიულერი: "ბარსელონა ვერ უმკლავდება ასეთი ძალის კლუბთან თამაშს..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
8 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა, სადაც მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. ამ მარცხით "ბარსელონა" ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ვერ გავიდა 1/8 ფინალში, ამ ფაქტმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კატალონიური გრანდის კატასტროფულ ასპარეზობას 2021/2022 წლების სეზონში. მატჩში პირველი გოლის ავტორმა - 32 წლის თომას მიულერმა, "ბარსელონას" თამაშს "სასტიკი" უწოდა. "ტექნიკურად და ტაქტიკურად ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან, თუმცა ვფიქრობ, ბარსელონა ვერ უმკლავდება ასეთი ძალის კლუბთან თამაშს". - განაცხადა თომას მიულერმა "DAZN"-თან საუბრისას. მიულერმა და მისმა კლუბმა "ბაიერნმა", ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვანაირი "ბარსელონა" ნახეს, თუმცა მათთან თამაში კარგად გამოსდით, მათ ბოლო 4 მატჩის განმავლობაში ესპანური კლუბი გაანადგურეს, ერთ-ერთი მთავარი და სენსაციური მარცხი 8:2 იყო, როდესაც "ბაიერნმა" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაამარცხა.  

სხვა სტატიები