Belive

"ალბათ კარიერას ალ ნასრში დავამთავრებ" - კრიშტიანუ რონალდუ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

39 წლის ასაკში კრიშტიანუ ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. თუმცა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი არ გამორიცხავს, რომ "ალ ნასრი" მისი ბოლო კლუბი იყოს.

არ ვიცი კარიერას როდის დავამთავრებ, ორ თუ სამ წელიწადში... თუმცა, ეს ალბათ "ალ ნასრში" მოხდება. ამ კლუბში ბედნიერი ვარ და ქვეყანაშიც თავს კარგად ვგრძნობ. საუდის არაბეთში თამაშით ბედნიერი ვარ და აქ ასპარეზობას გავაგრძელებ. - განაცხადა რონალდუმ

გასულ სეზონში რონალდუმ საუდი პრო ლიგის რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელმა ერთ სეზონში ყველაზე მეტი - 35 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ "ალ ნასრში" 2022-2023 წლების სეზონში გადავიდა. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ, ყვითელი მაისურით, ყველა ტურნირზე, რონალდუმ 81 შეხვედრაში 74 გოლი გაიტანა. 39 წლის თავდამსხმელს მეტოქის კარის ასაღებად საშუალოდ 97 წუთი სჭირდება.

სხვა სტატიები