Belive

"მუდრიკს უნდა დავეხმაროთ" - ენცო მარესკა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსის" ახალმა თავკაცმა ენცო მარესკამ მიხაილ მუდრიკის შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის აზრით, მიხაილს გუნდის დახმარება სჭირდება.

ჩვენ ვაპირებთ მას დავეხმაროთ, რომ შეიცვალოს. მიშას შეცდომების უმრავლესობა უხარისხობის ბრალი არ არის. ეს უბრალოდ არასწორი გადაწყვეტილებების ბრალია. მიშას უნდა დავეხმაროთ. - განაცხადა ენცო მარესკამ

გასულ საღამოს "ჩელსიმ" ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გამართა. ლონდონელები "სერვეტს" დაუპირისპირდნენ და 2:0 მოიგეს. მუდრიკმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა და 6.8 შეფასებაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" უკრაინელი შემტევი 89 მილიონ ფუნტად შეიძინეს. მუდრიკმა ლომდონელების მაისური 59-ჯერ მორგი და სულ 7 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები