Belive

ჟოან ლაპორტა: "დავუბრუნდით 1:1 წესს, რაც საშუალებას მოგვცემს ნორმალურ პროცესში შევიძინოთ ფეხბურთელები"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ, რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალ სისტებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბმა ყველანაირი პრობლემა მოაგვარა და მზად არიან ტრანსფერებისთვის, რის შემდეგაც მათი რეგისტრაცია აღარ გაუჭირდებათ.

,,ჩვენი კლუბის ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. მთელი პროცესი გუნდის გადარჩენასა და მის აღდგენას დაეთმო. ახლა დიდი კონტრაქტების გაფორმება შეგვიძლია.

ჩვენ დავუბრუნდით 1:1 წესს, რაც საშუალებას მოგვცემს ნორმალურ პროცესში შევიძინოთ ფეხბურთელები.

ახლა შეგვიძლია ისეთი ფეხბურთელების დარეგისტრირება, როგორებიც დანი ოლმო და პაუ ვიქტორი არიან, მომავალში კი ფეხბურთელებს რეგისტრაციის თაობაზე პრობლემა აღარ შეექმნებათ... - ჟოან ლაპორტა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ,,ბარსელონა'' რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს. ფლიკის გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და "სპორტინგის" ფორვარდი - ვიქტორ დიოკერეშია.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" სეზონის პირველი ტიტული რამდენიმე დღის წინ "ელ კლასიკოში" მოიგო. კატალონიელები ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებულები გახდნენ.

სხვა სტატიები