ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ჩელსიმ კონფერენს ლიგის მოგებით
კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის ჩელსიმ ბეტისი 4:1 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში მე-9 ევროტურნირი მოიგო.
ტურნირის ლიგის ფაზაში მონაწილეობისთვის თითოეულმა გუნდმა 3,17 მილიონი ევრო მიიღო, თითო მოგებისთვის 400 000 ევრო, ფრისთვის კი - 133 ათასი.
გუნდებმა, რომლებიც რეგულარული სეზონის Top 8-ში მოხვდნენ, დამატებით 400 000 ევრო გამოიმუშავეს, მერვედფინალისტებმა - 800 000 ევრო, მეოთხედფინალისტებმა - 1,3 მილიონი ევრო, ნახევარფინალისტებმა - 2,5 მილიონი, ფინალისტმა - 4 მილიონი, გამარჯვებულმა კი 7 მილიონი.
გარდა ამისა, უეფამ 18,6 მილიონი ევრო ლიგის ფაზაში გუნდების პოზიციის მიხედვით გაანაწილა. 18,6 მილიონი 666 თანაბარ ნაწილად გაიყო (28 ათასი ევრო), პირველადგილოსანს 36-ჯერ 28 ათასი გადაეცა, მეორეადგილოსანს 35-ჯერ 28-ათასი და ა.შ
შედეგად, ,,არისტოკრატებმა'' კონფერენს ლიგის 2024-2025 წლების სეზონში საპრიზო ფონდიდან ჯამში დაახლოებით 22 მილიონი ევრო მიიღეს, ბეტისმა კი - 17.
