,,მცირე გამართლება და საქართველო 3:0-ს მოგვიგებდა'' - რას წერენ ალბანელები სოციალურ ქსელში
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად 1:0 მოუგო.
მატჩის შედეგის შესახებ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
,,საქართველოს ნაკრებმა სუპერ შეხვედრა ჩაატარა, ეს გუნდი ბევრისთვის დიდ სიურპრიზად რჩება. ჩვენ კი რამდენიმე მატჩი დაგვრჩა და მიზნისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ!''
,,უნდა ვაღიაროთ, სამწუხაროდ, ახლა საქართველო ჩვენზე ძლიერი ნაკრებია. მათ ეს ჩეხეთის წინააღმდეგ აჩვენეს და დღესაც დაამტკიცეს!''
,,ჩვენი თამაში იყო, მაგრამ არ გაგვიმართლა... წაგებას არ ვიმსახურებდით! თუმცა, ქართველ მეგობრებს ვულოცავ!''
,,არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ ჩეხეთი 4:1 გაანადგურა, ევროპის ჩემპიონატზე კი პორტუგალიას მოუგო.''
,,ძალიან სუსტად ვითამაშეთ, კარშიც კი ვერ დავარტყით. მწვრთნელმა თამაში ვერ წაიკითხა და ცვლილებები დააგვიანა.''
,,საქართველოსგან მაგალითი უნდა ავიღოთ, კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს.''
,,საქართველომ ჩვენი მწვრთნელის შეცდომების გამო გაიმარჯვა.''
,,ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა...''
,,მეკარე და თავდამსხმელი არ გვყავს, მცირე გამართლება და საქართველო 3:0-ს მოგვიგებდა.''
ერთა ლიგის 2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.
ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 11 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.