"ჩემთვის ქუთაისში თამაში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია" - გიორგი გოჩოლეიშვილი
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ, ქუთაისში გამართავს.
ჩვენი გუნდი ქუთაისში დღეს გაემგზავრა და მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩამდე პრესკონფერენციაზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა:
რა თქმა უნდა ქუთაისში თამაში ნაკრებისთვის ძალიან კარგია, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან მე სწორედ ამ ქალაქიდან ვარ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გულშემატკივარს კარგი თამაში ვაჩვენოთ და შინ გახარებულები გავუშვათ. - გიორგი გოჩოლეიშვილი - ეროვნული ნაკრების წევრი