"მსურს ბედი პრემიერ ლიგაში ვცადო" - ლუის ენრიკე
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან განცდილი მარცხის შემდეგ, “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პოსტი დატოვა.
ამ ყველაფრის შემდეგ, 52 წლის სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ კვლავ დაბრუნდეს საკლუბო ფეხბურთში. ერთ-ერთ პოდკასტში ენრიკემ განაცხადა, რომ მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად დიდი გამოცდილება მიიღო.
“მივიღე გამოცდილება, რომელსაც სიამოვნებით გავიმეორებდი, მაგრამ ჩემს თავს სხვა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვხედავ. ვგრძნობ, რომ მზად ვარ საკლუბო ფეხბურთში დასაბრუნებლად. დაველოდები მომავალ სეზონს და მზად ვარ საინტერესო შემოთავაზებების მისაღებად.”
ამ განცხადებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ესპანელი სპეციალისტი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა საკლუბო ფეხბურთში. დღეს სოციალურ ქსელში მისი განცხადებები გავრცელდა, სადაც ამბობს რომ ინგლისში მუშაობა ძალიან სურს.
"მინდა ბედი პრემიერ ლიგაში ვცადო, თუმცა, მხოლოდ საინტერესო პროექტებს დავთანხმდები. მხოლოდ იმ კლუბს ჩავიბარებ, რომელთან ერთადაც დიდ საქმეებს დავატრიალებ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ესპანურ მედიას საერთოდ არ ვადევნებ თვალს, მხოლოდ ინგლსურ პრესას." - განაცხადა ლუის ენრიკემ.
Luis Enrique reveals: “I would like to try an experience in Premier League! But I’d only accept an interesting project”, told Ser Gijon 🚨🏴🇪🇸
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 29, 2023
“I’d only join a club where I can do big, important things”.
“I’ve received proposals from national teams — I keep all options open”. pic.twitter.com/dp90E3NK8B
ენრიკესთვის საკლუბო ფეხბურთი ნამდვილად არ არის უცხო. მან საკუთარი შესაძლებლობეი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა “სელტაში”. “რომასა” და “ბარსელონაში”. ამ უკანასკნელთან ერთად, ესპანელმა სამ სეზონში 9 ტიტული მოიგო. კატალონიელებმა, ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ, ორი ლა ლიგა, სამი კოპა დელ რეი, ერთი ჩემპიონთა ლიგა, ერთი ევროპის სუპერთასი, ერთი ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.