Belive

პსჟ Vs არსენალი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთხშაბათს, 7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ლონდონის ,,არსენალს'' უმასპინძლებს.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.

დიდი ალბათობით, პარიზული გუნდის სასტარტო თერთმეტეული ლონდონური შეხვედრის ანალოგიური იქნება. ,,პსჟ-ს'' ტრავმის გამო კიმპემბე ვერ დაეხმარება, გარდა ამისა, საეჭვოა ლის თამაშიც.

,,არსენალის'' რიგებში კვლავ ვერ ითამაშებენ გაბრიელი, გაბრიელ ჟესუსი, კაი ჰავერცი და ტაკეჰირო ტომიასუ. შესაძლოა, გუნდს ვერც კალაფიორი, ჟორჟინიო და ტიმბერი დაეხმარონ. ,,მეთოფეებისთვის'' კარგი ამბავი ტომას პარტეის დაბრუნებაა, რომელმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

,,პსჟ-ის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, დუე, დემბელე, კვარაცხელია.

,,არსენალის'' სავარაუდო შემადგენლობა:

რაია - ბენ უაითი, სალიბა, კივიორი, ლუის-სკელი, რაისი, ოდეგორი, პარტეი, საკა, ტროსარი, მარტინელი.

,,პსჟ-სა'' და ,,არსენალის'' მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები