Belive

მსოფლიოს საუკეთესო გუნდები IFFHS-ის ვერსიით - რეიტინგში 6 ქართული კლუბია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო გუნდები დაასახელა.

700-ს კლუბს შორის პირველ ადგილს 359 ქულით ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ,,მანჩესტერ სიტი'' იკავებს, რომელმაც პირველობა მადრიდის ,,რეალს'' (2) ჩამოართვა.

IFFHS-ის ვერსიით, საუკეთესო ქართული გუნდი ,,დინამო ბათუმია'' - ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი 65,25 ქულით 321-ე პოზიციაზეა (წინა რეიტინგში 290-ე იყო).

სიაში საქართველოდან კიდევ 5 წარმომადგენელია - 423-ე ადგილზეა ,,დინამო თბილისი'' (56 ქულა), 471-ეა ქუთაისის ,,ტორპედო'' (53 ქულა), 508-ე - ,,დილა'' (50 ქულა), 519-ე ,,საბურთალო'' (49,5), 631-ე კი - ,,სამგურალი'' (43,5 ქულა).

მსოფლიოს საუკეთესო კლუბები IFHHS-ის ვერსიით:

  1. მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

  2. რეალი (ესპანეთი)

  3. ინტერი (იტალია)

  4. ალ აჰლი (ეგვიპტე)

  5. პსვ (ნიდერლანდები)

  6. ლევერკუზენი (გერმანია)

  7. ფლუმინენსე (ბრაზილია)

  8. ფიორენტინა (იტალია)

  9. პალმეირასი (ბრაზილია)

  10. პორტუ (პორტუგალია)

სხვა სტატიები