6:3 ორი მატჩის ჯამში | დინამო თბილისი უეფას ახალგაზრდული ლიგის მე-3 რაუნდშია
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ახალგაზრდული ლიგის მე-2 რაუნდის საპასუხო მატჩში დინამო თბილისმა აეკ ლარნაკა 2:0 დაამარცხა. შედეგად, დავით გელაშვილის გუნდმა 2 შეხვედრის ჯამში 6:3 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დღევანდელ მატჩში დინამო დიდ უპირატესობას ფლობდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს რეზიკო დანელიამ გახსნა, მე-2 გოლი კი ხალიდ დოლტმურზიევმა გაიტანა.
მომდევნო ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე ლუდოგორეცი (ბულგარეთი) ან დინამო მინსკი (ბელარუსი) იქნება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ლუდოგორეცის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მე-3 ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, დინამო უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალში იასპარეზებს.