მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის კალათები ცნობილია
ფიფამ 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის კალათები გამოაქვეყნა. ტურნირის წილისყრა ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, მაიამიში გაიმართება.
32 გუნდი 4 კალათში ასე გადანაწილდა:
I კალათი - მანჩესტერ სიტი, რეალი, ბაიერნი, პსჟ, ფლამენგო, პალმეირასი, რივერ პლეიტი, ფლუმინენსე;
II კალათი - ჩელსი, დორტმუნდი, ინტერი, პორტუ, ატლეტიკო, ბენფიკა, იუვენტუსი, ზალცბურგი;
III კალათი - ალ ჰილალი, ულსანი, ალ აჰლი, ვიდადი, მონტერეი, ლეონი, ბოკა ხუნიორსი, ბოტაფოგო;
IV კალათი - ურავა რედ დაიმონდსი, ალ აინი, ესპერანსი, მამელოდი სანდაუნსი, პაჩუკა, სიეტლი, ოკლენდ სიტი, ინტერ მაიამი.
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული ,,მანჩესტერ სიტია'', რომელმაც ფინალში ,,ფლუმინენსე'' დაამარცხა.
Procedures confirmed ahead of #FIFAClubWorldCup 2025™ draw in Miami
— FIFA Media (@fifamedia) December 3, 2024
· 32 of the globe’s top clubs allocated to four pots of eight teams each
· Key draw principles will ensure competitive balance and geographical diversity
· Draw to be held on Thursday, 5 December 2024 at 13:00… pic.twitter.com/q5eGMRJmIm