Belive

ოფიციალურად: კევინ დე ბრუინე ნაპოლის ფეხბურთელია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, კევინ დე ბრუინე ნაპოლის ფეხბურთელია. 33 წლის ბელგიელი ნეაპოლურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, სადაც 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა + მესამე წლის გახანგრძლივების შესაძლებლობით.

დე ბრუინე მანჩესტერ სიტის ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა, რა დროშიც ყველა ტურნირის ეგიდით 422 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიტანა 108 გოლი და გააკეთა 177 საგოლე გადაცემა. მან მანჩესტერულ კლუბში ყოფნის პერიოდში 6 პრემიერ ლიგა, 5 ლიგის თასი, 2-ჯერ FA თასი, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მანჩესტერ სიტის გარდა ბელგიელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა კლუბში ირიცხებოდა, ესენია: გენკი, ჩელსი, ვერდერი, ვოლფსბურგი.

სხვა სტატიები