Belive

ფლორიან ვირცმა ლივერპულის ლეგენდას ირონიულად უპასუხა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფლორიან ვირცი ლივერპულში რთული სტარტის შემდეგ, ფორმას თანდათან იბრუნებს და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, ყურადღებას არ აქცევს. გერმანელის თქმით, ფეხბურთს წარმატების მისაღწევად და სიამოვნების მისაღებად თამაშობს. მერსისაიდელთა შემტევმა ნახევარმცველმა, ამ თემაზე, "Sky Sports"-სთან ირონიულად ისაუბრა.

საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ან რას ამბობს ჩემზე. ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ. სხვა დანარჩენი კი ჩემთვის უმნიშვნელოა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ჩემზე ასე ხშირად რატომ საუბრობენ. შეიძლება, უბრალოდ საინტერესო ადამიანი ვარ. - ფლორიან ვირცი

გერმანელ ფეხბურთელს ხშირად ლივერპულის ლეგენდა, ჯეიმი კარაგერი აკრიტიკებდა. კარაგერის თქმით, ვირცი სასტარტო შემადგენლობაში ადგილს არ იმსახურებს.

არ არსებობს მიზეზი, რომ ვირცი გრავენბერხზე წინ თამაშობდეს. ის, რასაც ფლორიან ვირცი ამჟამად ლივერპულში აკეთებს, გუნდისთვის, საკმარისი არ არის. მას ლივერპულში, სამოცი მატჩი აქვს ჩატარებული. ამ ეტაპზე, ის ძირითად შემადგენლობაში არ უნდა თამაშობდეს. არ მინდა, ლივერპულის ფეხბურთელები მკაცრად გავაკრიტიკო, მაგრამ ამ საკითხზე არა ხუთი და ათი მატჩის, არამედ ორმოცდაათი და სამოცი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვლაპარაკობთ. - ჯეიმი კარაგერი

ვირცის თამაში ბოლო პერიოდში უმჯობესდება. მან ბრაიტონთან მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დარტყმული პასკალ გროსის ავტოგოლად ჩაითვალა. გერმანელმა, ლივერპულის სადებიუტო სეზონში, 49 მატჩში, 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ვირცი, პრემიერ ლიგაში, ჯერჯერობით, უგოლოდაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები