"მსოფლიო ჩემპიონატმა სანდოობა დაკარგა" - ძველმა პრეზიდენტმა ახალს შეუტია
FIFA-ს სკანდალურად ცნობილმა ექს-პრეზიდენტმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთხელ შეაფასა მკაცრად და ჯანი ინფანტინო ტურნირის რეპუტაციისა და სანდოობის შელახვაში დაადანაშაულა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ორგანიზატორთა მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამორჩეულმა ზეპ ბლატერმა, „საბოლოო აკორდი“ შემოგვთავაზა - ესპანეთის მიერ ფინალში არგენტინის დამარცხებიდან (1:0) 48 საათის შემდეგ, შვეიცარიელმა ფუნქციონერმა, იმ ორგანიზაციის სათავეში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელსაც თავად 1998-დან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მშვენიერი ჩემპიონით, თუმცა, ფინალურ სასტვენამდე მიმავალ გზაზე ტურნირმა სანდოობა დაკარგა.
პოლიტიკას არ უნდა მიეცეს უფლება, თამაში დაჩრდილოს. ახლა გულშემატკივრების, ფეხბურთელების და ეროვნული ფედერაციების ვალია, დაიბრუნონ ფეხბურთი და ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იგი საკუთარ ფესვებს დაუბრუნონ. - დაწერა X-ზე ზეპ ბლატერმა
« Le tournoi a perdu sa crédibilité » : l’ancien président de la Fifa Sepp Blatter s’en prend à Infantino après le Mondial
— Le Parisien (@le_Parisien) July 22, 2026
➡️ https://t.co/OtxnlS8RnM pic.twitter.com/lNbGLz9daW
შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი FIFA-ს პრეზიდენტის თანამდებობიდან 2015 წელს, სკანდალების სერიის შემდეგ გადადგა, სადაც მიშელ პლატინისთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციების საქმეც ფიგურირებდა. თითქმის ათწლიანი გამოძიების შემდეგ, ორივე მათგანი 2025 წელს გამართლდა. იმ პერიოდში კი, ჯანი ინფანტინომ, რომელიც UEFA-ში პლატინის მარჯვენა ხელი გახლდათ, შექმნილი ვითარებით ისარგებლა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პირველი პირის სავარძელი დაიკავა.