მუნდიალის მონაწილე ქვეყანა დონალდ ტრამპის ტურნირში ჩარევის გასაჩივრებას აპირებს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა, ამერიკელი ფეხბურთელის, ფალორინ ბალოგუნისთვის, წითელი ბარათის გაუქმება იყო. ამ გადაწყვეტილების მთავარი შემოქმედი კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდნეტი, დონალდ ტრამპი. როგორც უკვე ცნობილია, ბალოგუნის წითელი ბარათის შემდეგ, ტრამპსა და ფიფას პრეზიდენტ, ჯანი ინფანტინოს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც, ბალოგუნის წითელი ბარათი გაუუქმეს და 1/8 - ფინალში, ბელგიის წინააღმდეგ, მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დასრულებულია, ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლიზე კლავენესმა დაადასტურა, რომ ბალოგუნის ეპიზოდში ტრამპის ჩარევის გამო, ორგანიზცია, ფიფას ეთიკის კომიტეტში, ოფიციალური საჩივრის შეტანას აპირებს. "The Times" - თან ინტერვიუში, კლავენესმა ჯანი ინფანტინოს მოუწოდა, რომ ფიფამ აღიაროს ის შეცდომა, რომელიც ამერიკელ ფეხბურთელთან დაკავშირებით დაუშვა.
ეს არ უნდა მომხდარიყო. როდესაც ასეთ წესს არღვევ, ამით, მთელ თამაშს უქმნი საფრთხეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე გულწრფელი კომუნიკაცია გვქონდეს. ყველამ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გარე ძალებმა მოახდინეს გავლენა და პროცესი სათანადოდ არ წარიმართა. ჩვენ გვჭირდება, რომ ფიფას ლიდერმა თქვას - "ეს შეცდომა იყო".
ეს საქმე იმდენად სერიოზული და შემაშფოთებელი იყო, რომ იმედი მაქვს, ადამიანებს ბიძგს მიცემს, უფრო თამამად წამოჭრან მსგავსი საკითხები. მე ამ თემას საბჭოს სხდომაზე განვიხილავ და შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ. ჩემი აზრით, ამ ტიპის შეცდომა, ეთიკურ საჩივართან დაკავშირებულ საკითხთა კატეგორიას მიეკუთვნება. - აღნიშნა კლავენესმა
⚡💥 Lise Klaveness, présidente de la Fédération norvégienne de football, a indiqué qu'elle allait porter plainte auprès de la Fifa pour l'ingérence de Donald Trump dans l'annulation du carton rouge de Folarin Balogun pendant la Coupe du monde.https://t.co/dV2vjw1VBV pic.twitter.com/P3sQceSg80
— RMC Sport (@RMCsport) July 23, 2026