მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებული შემოსავალი ფიფას მოლოდინებს მნიშვნელოვნად აჭარბებს
ფიფა მსოფლიო ჩემპიონატიდან სარეკორდო, 15-მილიარდ დოლარიანი შემოსავლის შესახებ გამოაცხადებს, რაც ტურნირამდე დასახულ მიზნებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. The Guardian-ის ინფორმაციით, ფიფას წევრ ასოციაციებს შემოსავლების ასეთი ზრდის შესახებ ჯანი ინფანტინომ შაბათს შეატყობინა.
თავდაპირველად, მმართველი ორგანო 11 მილიარდი დოლარის მიღებას პროგნოზირებდა. წყაროების თანახმად, შემოსავლის ასეთი მატება დიდწილად პრემიუმ მომსახურებამ (ლოჟები) და ბილეთების გაყიდვამ განაპირობა. განსაკუთრებით გაძვირებული იყო ბილეთები მეორად ბაზარზე, სადაც ორგანიზაცია ბილეთის ფასის 15%-ს მყიდველს ართმევს, ხოლო კიდევ 15%-ს - გამყიდველს.

სავარაუდოდ, საფეხბურთო ასოციაციები გაზრდილი ბიუჯეტიდან სარგებელს მიიღებენ, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. როგორც Guardian წერს, ეს ფინანსური მდგომარეობა დამატებითი ბიძგი იქნება ინფანტინოსთვის, რომლის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება.
შედარებისთვის, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხწლიან ფინანსურ ციკლში ფიფას მთლიანმა შემოსავალმა სარეკორდო - 7,57 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუ უშუალოდ ტურნირის ჩატარების წელს ავიღებთ, 2022 წელს ფიფას შემოსავალი 5,77 მილიარდი დოლარი იყო
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ მუნდიალიდან ფიფაში შესული თანხა, წინა ტურნირთან შედარებით, თითქმის ორმაგდება.
🚨🚨| BREAKING: FIFA set to announce 𝐑𝐄𝐂𝐎𝐑𝐃 $𝟏𝟓𝐁𝐍 in World Cup revenue, smashing expectations. 🏆💰
— Goals Side (@goalsside) July 19, 2026
Surplus expected to influence future FIFA investment in football development and member associations.
{@guardian} pic.twitter.com/nTeb5tiP4v