მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლად ლოპეშ კაბრალის გოლი დასახელდა
კაბო ვერდეს ნაკრების მცველის, სიდნი ლოპეშ კაბრალის ულამაზესი გოლი არგენტინის კარში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლად დასახელდა.
მაკ ალისტერის მოტყუების შემდეგ, კაბრალმა ბრწყინვალედ დაარტყა და ბურთი ემილიანო მარტინესის კარის ცხრიანში ჩაახვია. ამ გოლით კაბო ვერდემ 1/16-ფინალური ეტაპის დრამატული მატჩის დამატებით დროში ანგარიში 2:2 გახადა.
,,იმ მომენტში, როდესაც მეტოქე მოვატყუე, სივრცე დავინახე და გავიფიქრე: მოდი, ვცდი...
დარტყმა ორივე ფეხით კარგად გამომდის. დავინახე თავისუფალი ზონა და კუთხე ამოვიღე მიზანში. ბურთიც სწორედ იქით გავუშვი, რაც იდეალურად გამომივიდა.
როდესაც თავი ავწიე და დავინახე, როგორ მიფრინავდა ბურთი, გავიფიქრე: ,,ეს რა ჯანდაბა გავაკეთე? საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. ჩემი თანაგუნდელები ყვიროდნენ, თავებში ხელებს იშენდნენ და სიხარულისგან ჭკუაზე არ იყვნენ.
მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ფანტასტიკური გოლი გავიტანე. ეს უბრალოდ საოცრება იყო. უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
მატჩამდე, დედაჩემსა და ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რომ თუ გოლს გავიტანდი, მათკენ გავექანებოდი. როდესაც მივრბოდი, დავინახე, რომ დედა ტიროდა. ვერც კი მიხვდა, რომ პირდაპირ მის წინ ვიდექი. გარშემო ყველანი მას ეხმარებოდნენ, რადგან ჩემი გოლის მომენტში გული წაუვიდა.'' - კაბრალი
ტურნირის საუკეთესო გოლის გამოსავლენად ოფიციალური გამოკითხვა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაიწყო. გთავაზობთ ყველა გამარჯვებულს:
2006 წელი - მაქსი როდრიგესის გოლი მექსიკასთან
2010 წელი - დიეგო ფორლანის გოლი გერმანიასთან
2014 წელი - ხამეს როდრიგესის გოლი ურუგვაისთან
2018 წელი - ბენჟამენ პავარის გოლი საფრანგეთთან
2022 წელი - რიშარლისონის გოლი სერბეთთან
2026 წელი - კაბრალის გოლი არგენტინასთან
The goal that stole your hearts all the way to the top. 💙⚽️
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) July 27, 2026
Sidny Lopes Cabral is your Hyundai Goal of the Tournament winner at the FIFA World Cup 2026! 🌟#FIFAWorldCup #Hyundai #HGOTT #HyundaiGOTT2026 @Hyundai_Global pic.twitter.com/jeZ7kqI1CG