Belive

მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩზე გამოძიება დაიწყო

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Athletic-ის ინფორმციით, მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩების შესაძლო ჩაწყობაზე გამოძიება დაიწყო. საქმე რამდენიმე საეჭვო ფსონს ეხება.

ევროპის საბჭოს ანგარიშში სამხრეთ აფრიკის პირველ მატჩში, მექსიკის წინააღმდეგ, თემბა ზვანესთვის ნაჩვენები წითელი ბარათი რამდენიმე საეჭვო ფსონს შორის მოხვდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთსა და კაბო-ვერდეს შორის ფრეზე 4,5 მილიონ დოლარზე მეტი იყო დადებული - შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

გამომძიებლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს VAR-ის თითქმის ოთხწუთიან განხილვაზე, რომელმაც ფერან ტორესის გოლი საუდის არაბეთის წინააღმდეგ გააუქმა.

FIFA-ს მტკიცებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რომ განთავებულმა ფსონებმა მატჩის შედეგებზე რაიმე გავლენა იქონია.

სხვა სტატიები