ბუნდესლიგის გასულ ტურში, "ბაიერნთან" 2:3 მარცხის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო, დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი 40 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
"ბორუსიას" წევრები ფელიქს ცვაიერის მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ - ინგლისელმა ნახევარმცველმა კი საკმაოდ მწვავე კომენტარი გააკეთა: "ქვეყნის მთავარი მატჩს ანდობთ იმ მსაჯს, რომელსაც კავშირი გარიგებულ მატჩთან ჰქონდა, სხვას რას ელოდით მისგან?!" - თქვა ბელინგემმა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, ბელინგემი დისკვალიფიკაციას არ მიიღებს და შემდეგ ტურში "ბოხუმთან" თამაშს შეძლებს. გამოტანილ ვერდიქტს დაეთანხმა თავად ინგლისელი.