Belive

ედინ ტერზიჩი: "მსოფლიომ ნახა, რომ აქ მოსაგებად ვიყავით"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბორუსია" განსაკუთრებით შთამბეჭდავი პირველ ტაიმში იყო, უამრავი კარგი მომენტი შექმნა და ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა.

განიავებული მომენტები გუნდს ძვირად მეორე ტაიმში დაუჯდა, ჯერ დანი კარვახალმა და შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა "რეალისთვის" კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს (2:0) და შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა. რეალისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდული მე-15 გვირგვინია. დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა განაცხადა, რომ გერმანელები უფრო მეტს იმსახურებდნენ.

ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ვფიქრობ 2-0 წაგებაზე მეტს ვიმსახურებდით. პირველი წამიდან ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ აქ მხოლოდ ფინალის სათამაშოდ კი არ ვიყავით, არამედ მის მოსაგებად.

ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, მაგრამ ისინი საჭირო მომენტში ცივსისხლიანები იყვნენ, ეს ისაა, რაც გვაკლდა. ვულოცავ მათ, მოგების წყურვილის ასეთი დოზით შენარჩუნება და თასის კიდევ ერთხელ მოგება - ყველაფერთან ერთად, ვხედავთ იმასაც, რატომ არიან ისინი ნამდვილი ჩემპიონები. - განაცხადა ედინ ტერზიჩმა

დორტმუნდი მატჩის წინ უდავო აუტსაიდერი იყო. მანამდე მხოლოდ ერთხელ მოიგო ტურნირი - 1997 წელს და ფინალში პირველად 11 წლის შემდეგ გავიდა.

მათ ეს სეზონი ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონ ლევერკუზენის "ბაიერს" 27 ქულით ჩამორჩნენ.

სხვა სტატიები