"მოუთმენლად ველი ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბში თამაშს" - ლუკა ლოჩოშვილი
კიოლნმა ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი გააოფიციალურა - სატრანსფერო თანხის შეთანხმებისა და სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, ბუნდესლიგის კლუბმა ქართველ მცველს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კიოლნმა ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ ნიურნბერგს 5 მილიონი ევრო გადაუხადა. კონტრაქტში სამომავლო პოტენციური ბონუსების პუნქტიცაა გათვალისწინებული, ხოლო 28-წლის ქართველი მცველი კლუბის ღირსებას 2029 წლის ივნისამდე დაიცავს.
კიოლნის მედიასთან საუბარში ლუკა ლოჩოშვილმა აღნიშნა, რომ ბედნიერია ასეთ ტრადიციულ კლუბში ასპარეზობის შესაძლებლობის მიღებით.
✍️ signed
— 1. FC Köln (@fckoeln) July 2, 2026
Hätzlich Wellkumme in Köln, Locho ❤️🤍
_#effzeh pic.twitter.com/H41b7ofUh1
როგორც ფეხბურთელს, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობა მსურს - სწორედ ამიტომ მახარებს ეს ნაბიჯი. მოხარული ვარ, რომ შევუერთდი კლუბს, რომელსაც უდიდესი ტრადიციები გააჩნია და რომელსაც ძალიან მაგარი გულშემატკივრები ჰყავს. - ლუკა ლოჩოშვილი
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგს 2025 წლის 12 ივლისს შეუერთდა. ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ის გასულ სეზონში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და ნიურნბერგის დაცვის ხაზის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.