ლოჩოშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - ტრანსფერის დეტალები ცნობილია!
28 წლის ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა კიოლნში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მცველი კიოლნთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ნიურნბერგი კი ლოჩოშვილის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც შესაძლოა სამომავლო ბონუსებიც დაემატოს.
🚨💥 Luka Lochoshvili to 1. FC Köln - DONE DEAL ✔️
— Florian Plettenberg (@Plettigoal) July 2, 2026
Full agreement reached with 1. FC Nürnberg, post Geissblog. Transfer fee worth less than €5m guaranteed + add-ons. Medical completed today. #Effzeh
The 28 y/o centre-back will sign a contract until 2029. @Sky_Marlon89 🇬🇪 pic.twitter.com/Xkz4EcGwt3
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგს 2025 წლის 12 ივლისს შეუერთდა. ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ის გასულ სეზონში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და ნიურნბერგის დაცვის ხაზის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.