Belive

მოურინიოს რომა ზედიზედ მეორე ევროპულ ფინალში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლევერკუზენის" დაბრკოლების გადასალახად, "რომამ" უკიდურესი გამძლეობა გამოავლინა და ჟოზე მოურინიოს მეთაურობით, ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპული ტურნირის ფინალში.

60-წლიანი პაუზის შემდეგ, მოურინიომ "ჯალოროსის" პირველი ევროპული ტიტული გასულ წელს მოაგებინა, როდესაც UEFA-ს კონფერენც ლიგის ფინალში გაიმარჯვა და ახლა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მოგებასთანაა ახლოს.

UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში დაუმარცხებელი მეტოქეები შეხვდებიან ერთმანეთს. 31 მაისს, ბუდაპეშტი ფინალს უმასპინძლებს, რომელშიც "სევილიასა" და "რომას" დაპირისპირება შედგება.

ევროპა ლიგის უკანასკნელი 6 ფინალი, რომელშიც "სევილია" გავიდა, ესპანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა - ჟოზე მოურინიო კი ევროტურნირებზე არასდროს დამარცხებულა - მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა, ევროპის სამივე საკლუბო ტურნირი მოიგეს.

სხვა სტატიები