Belive

დე როსი: ,,საკუთარ მაგალითზე ვნახეთ, რამდენად ძლიერია ლევერკუზენი''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, დანიელე დე როსიმ, ,,ლევერკუზენთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ საკუთარ მაგალითზე ვნახეთ, რამდენად ძლიერია ლევერკუზენი. პირველ ტაიმში სწორედ იმ სტილით ვითამაშეთ, რომელიც საჭირო იყო - მათი კონტრშეტევებისგან თავი უნდა დაგვეცვა. გოლის გატანა ვერ შევძელით, მაშინ კი, როცა ანგარიშს ასეთი გუნდი ხსნის, მის წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო რთულდება.

ვაცნობიერებთ, რომ ფინალში გასასვლელად, მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით სტუმრად უნდა მოვუგოთ გუნდს, რომელიც ამ სეზონში ჯერ არ დამარცხებულა. შეტევაზე ფიქრი უფრო მეტად მოგვიწევს.

ბოლო წუთამდე ვითამაშებთ ისევე, როგორც ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ - დამატებით დროში გოლის გატანის რეალური შანსიც გვქონდა.'' - დანიელე დე როსი

ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,რომა'' ,,ლევერკუზენთან'' საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ხუთშაბათს, 9 მაისს, გერმანიაში გაიმართება.

სხვა სტატიები