Belive

მოურინიოს ძველი კომენტარი: ,,დარწმუნებული ვართ, რომ იუვენტუსს 59 ქულა არ აქვს?''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,იუვენტუსს'' 3 თვის წინ ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნდა, სოციალურ ქსელში ჟოზე მოურინიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომენტარი გავრცელდა:

,,მატჩი მაშინაა მოგებული, როცა მეტოქეზე ერთით მეტ გოლს იტან. ეს არის მიზანი არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ - სპორტში: უნდა ეცადო შენი თვისებები გამოიყენო და პრობლემები დამალო. ახლა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს ვიკავებთ? დარწმუნებული ვართ, რომ "იუვენტუსს" 59 ქულა არ აქვს?! ჩვენ იტალიაში ვართ...'' - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა 9 აპრილს, ,,ტორინოსთან'' სტუმრად მოგების შემდეგ.

სერია A-ს 30 ტურის შემდეგ, ,,რომა'' 56 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა, ,,იუვენტუსს'' კი 59 ქულა გაუხდა და ალეგრის გუნდმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები