Belive

მოურინიომ წაგება გაამართლა: "ლიგას ისედაც ვერ მოვიგებდით, ჯობს ევროპა ლიგაზე ვიბრძოლოთ"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი "ფენერბაჰჩე" "ლილთან" დამარცხდა და ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს.

თურქული გრანდი ევროპა ლიგაზე გადაერთო, სადაც პლეი-ოფში ითამაშებს.

მატჩის დასრულებისა და მძიმე მარცხის შემდეგ, "ფენერბაჰჩეს" ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, პრესკონფერენციაზე მარცხის მიზეზი დაასახელა და თავი გაიმართლა.

"რა აზრი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგას მაინც ვერასდროს მოვიგებთ. უფრო მეტიც, ფინალშიც კი ვერასოდეს გავალთ, მაგრამ ევროპის ლიგაზე გვაქვს შანსი. ჩვენთვის უფრო საინტერესოა კონკურენტული თვალსაზრისით." - ჟოზე მოურინიო

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად, სულ რაღაც 2 თვის წინ დაინიშნა.

მან თურქულ გრანდთან ერთად 5 მატჩი ჩაატარა, სადაც 3-ჯერ მოიგო, თითო-თითოჯერ კი ფრედ ითამაშა და დამარცხდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში მისმა გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

სხვა სტატიები