Belive

ლუის ენრიკე: ,,სიტისთან მატჩის შედეგს მომავალში მოსახდენთან საერთო არაფერი ექნება''

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მანჩესტერ სიტისთან მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,ყველა ფეხბურთელის ხელმისაწვდომობა მწვრთნელისთვის დადებითი ფაქტორია. ეს მატჩი შესაფერის დროს იმართება, ამიტომ ვნახავთ, როგორი თამაშის ჩვენება შეგვიძლია ხვალ.

სეზონი ბრწყინვალედ დავიწყეთ, თუმცა ის შედეგები ვერ მივიღეთ, რასაც ვიმსახურებდით. ჩემპიონატში განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, რაც უჩვეულოა, თუმცა არ ვნერვიულობ.

ამ მატჩს სტუმრად, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩავატარებთ. მოტივირებულები ვართ, რომ ჩვენი დონე ვაჩვენოთ და დავამტკიცოთ, რომ სირთულეების გადალახვა შეგვიძლია.

იქნება თუ არა ეს სერიოზული გამოცდა? არა, ამ მატჩის შედეგს მომავალში მოსახდენთან საერთო არაფერი ექნება. შობისა და იანვრის შემდეგ შევძლებთ ვნახოთ, თუ როგორი დონე აქვთ ევროპის გუნდებს. მიუხედავად ამისა, ეს საინტერესო მატჩია და ჩვენთვის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს.

სიტის გარშემო არსებული სკანდალი? ისეთ დიდ კლუბებთან დაკავშირებით, როგორიც სიტია, ყოველთვის ბევრი ხმაურია. ჩვენ საბოლოო შედეგს ველოდებით. იმედი მაქვს, მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდება, რადგან ის, რასაც მოედანზე მიაღწიეს, წარმოუდგენელია. ყველაფერი, რაც მოიგეს, დამსახურებულია.

ოქროს ბურთი? ამაზე საუბარმა დამღალა. იმის იმედი მაქვს, რომ ამ ჯილდოს ჩვენ მოვიგებთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამას იმსახურებენ. გასულ წელს წლის საუკეთესო გუნდის ჯილდო მივიღეთ და ვაჩვენეთ, რომ ეს მხოლოდ უსმან დემბელეს არ დაუმსახურებია.'' - ლუის ენრიკე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, მანჩესტერ სიტი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები