Belive

"მინდა პორტუგალიაში დავბრუნდე და საუკეთესო შედეგები დავაფიქსირო" - ჟოზე მოურინიო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიაში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივი პორტიმონენსე ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდა, მატჩი თურქული გუნდის გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პორტუგალიურმა მედიამ ჟოზე მოურინიოსთან ინტერვიუ ჩაწერა და 62 წლის სპეციალისტს სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს:

დავბრუნდები თუ არა პორტუგალიის ჩემპიონატში ან ეროვნულ ნაკრებში? დიახ, პორტუგალიაში დავბრუნდები, ჯერ არა, მაგრამ ეს ნამდვილად მოხდება. ამას იმიტომ არ გავაკეთებ, რომ თითქოს ჩემი თავი ამოვწურე, არამედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მსურს ახალი, მნიშვნელოვანი შედეგების დაფიქსირება.

პორტუგალიაში კარიერის დასრულების გამო ან ჩემი საქმიანობის ბოლო წლებისთვის არ დავბრუნდები. მინდა, რომ კარგ ფორმაში, როგორც კარიერულად, ასევე ჯანმრთელობით, ფიზიკურად და გონებრივი ძალით სრულად შევსებული დავბრუნდე.

კლუბები თუ ეროვნული ნაკრები? რაც არ უნდა იყოს, თუ მათ პროექტს მოვერგები და მიმიღებენ, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. - ჟოზე მოურინიო - ფენერბაჰჩეს მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები