Belive

მოურინიომ ფრანჩესკო დ'ალესიოზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომასა'' და ,,სერვეტს'' შორის ევროპა ლიგის მატჩში, ,,ჯალოროსის'' შემადგენლობაში, 19 წლის ფრანჩესკო დ'ალესიოს დებიუტი შედგა.

შეხვედრის შემდეგ რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იტალიელ ფეხბურთელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა:

,,ერთ ამბავს მოგიყვებით... ზაფხულში, სანამ ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებოდნენ, ჩვენი ვარჯიშის დროს, ტრიგორიასთან იდგნენ და ყვიროდნენ, შიგნით შემოსვლა უნდოდათ.

ფრანჩესკო ჩვენთან ერთად იყო და თქვა: ,,როცა შვიდი, რვა, ცხრა წლის ვიყავი, მეც ასე ვყვიროდი, რადგან შემოსვლა მეც მინდოდა... მაგრამ, კარი არცერთ მწვრთნელს არ გაუღია.''

ბავშვების გამო თავი ბედნიერად ვიგრძენი, რადგან კარი გავუღე და შემოვუშვი.

ახლა ფრანჩესკო რომაში თამაშობს, ევროპა ლიგაზე, 60 ათასი ქომაგის წინაშე, სადაც მისი ოჯახის წევრებიც არიან. მეტს ვერაფერს ვიტყვი!'' - ჟოზე მოურინიო

სხვა სტატიები