Belive

მოურინიო: "კევინ დე ბრუინე მე არ გამიშვია, ის უბრალოდ ჩელსიმ გაყიდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კევინ დე ბრუინე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და "მანჩესტერ სიტის" ძალიან აკლია, თავის დროზე ჩელსიში ირიცხებოდა და მისი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო. ჩელსიში ბელგიელის კარიერა წარმატებული არ იყო, მან მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა და 1 წლის განმავლობაში იჯარით გერმანიაში თამაშობდა. 2013 წელს, ჟოზე მოურინიო დე ბრუინეს გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევდა და უნდოდა, ბელგიელ ფეხბურთელს წინასასეზონო შეკრება ჩელსისთან ერთად გაევლო, აი რას ყვება ჟოზე კევინზე:

სეზონის წინა შეკრებაზე აზიაში გავფრინდით. ჩვენ ვიყავით ინდონეზიაში და ტაილანდში, ამ დროს კევინი იჯარით ვერდერში უნდა წასულიყო, მაგრამ კლუბს ვთხოვე ის ჩემთან დაეტოვებინათ, რადგან მჭირდებოდა. კევინი დარაჩა და პრემიერლიგის სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ამის შემდეგ ჩვენ ვითამაშეთ ევროპის სუპერთასის შეხვედრა პრაღაში, ბაიერნის წინააღმდეგ, მას არ უთამაშია და მეორე დღეს უკვე წასვლა სურდა. პრემიერლიგის მეორე მატჩი მანჩესტერ იუნაიტედთან, ოლდ ტრაფორდზე 0:0 დავასრულეთ, ის სათადარიგოთა სკამზე დავტოვე და სულ რამდენიმე წუთი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, კევინს წასვლა უნდოდა.

როცა ჩელსიში თამაშობ და გინდა წახვიდე, წადი და სხვა მოვა, აქ ეს პრობლემა არაა. ის უბრალოდ ბავშვი იყო, რომელიც უთამაშებლობას ვერ იტანდა, მისი კარიერით თუ ვიმსჯელებთ, ყოველთვის მართალი იყო, მაგრამ ბევრი რამ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ზოგიერთი ალბათ იტყვის, რომ კევინი მე გავუშვი, თუმცა ეს ასე არაა. - განაცხადა ჟოზე მოურინიომ obionepodcast-ზე

კევინ დე ბრუინეს კარიერის განმავლობაში გენკში, ჩელსიში, ვერდერში და ვოლფსბურგში უთამაშია. 2015 წლიდან ბელგიელი მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს. "ქალაქელებთან" ერთად კევინმა 5-ჯერ მოიგო პრემიერლიგის თასი და უკანასკნელ სეზონში სიტის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები