მოურინიოს ლეროი სანეს წაყვანა ფენერბაჰჩეში სურს
ჟოზე მოურინიოს ლეროი სანეს შეძენა სურს. Sky Germany-ის ცნობით ფენერბაჰჩეს მწვრთნელმა გერმანელ ფეხბურთელს შეთავაზება გაუგზავნა, რადგან ის ბაიერნის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას ცდილობს.
წყაროს ინფორმაციით, თურქული კლუბი მზადაა სანეს 15 მილიონი ევრო შესთავაზოს, მისი ტრანსფერით ასევე დაინტერესებულია გალათასარაიც, მაგრამ ისინი 12 მილიონ ევროს სთავაზობენ. მათ გარდა ფეხბურთელით ინტერესდებიან საუდის არაბეთის კლუბებიც და ინგლისის პრემიერ ლიგის არსენალიც.
მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება, რაც მიმდინარე მოლაპარაკებებს უფრო აქტუალურს ხდის.
ლეროი სანემ გასული 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირის 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
🚨🟡🔵 Fenerbahçe have sent official bid to Leroy Sané to join them as free agent.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 6, 2025
Sané had proposals from Saudi clubs, Galatasaray and new deal offer still on the table from Bayern. pic.twitter.com/GavEDqD6mr