მოურინიო პრესკონფერენციაზე ამობეჭდილი ფოტოებით გამოცხადდა
ესპანეთში დაბრუნების შემდეგ გამართულ პირველ მადრიდულ დერბიში, ჟოზე მოურინიო დამარცხდა: კვირა დღეს გამართულ დაძაბულ და საკამათო შეხვედრაში, მისმა რეალმა ატლეტიკოსთან 2:1 წააგო.
მატჩის გარდატეხის წერტილი 50-ე წუთზე, რეალის მცველის, დინ ჰუისენის საბედისწერო შეცდომა გახდა: მან ჯულიანო სიმეონე თამაში წესების დარღვევით (მაისურზე ხელის მოქაჩვით) შეაჩერა, რასაც პენალტი და წითელი ბარათი მოჰყვა, თერთმეტმეტრიანი კი გრიმალდომ ცივსისხლიანად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს ამ კონკრეტულ ეპიზოდზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, იგი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მსაჯთა ბრიგადამ, პირველ ტაიმში, ატლეტიკოს ფეხბურთელები არ დასაჯა.
💥 | Ortiz Arias acude a la pantalla del VAR en el Riyadh Air Metropolitano. 🔴⚪️🇪🇸
— Laliga News (@laligaa_neews) September 20, 2026
📌 ‘Cuti’ Romero llega tarde a la disputa con Bellingham y pisa con los tacos, de forma temeraria, sobre la pierna del futbolista inglés, ES ROJA
❌ Error del conjunto arbitral
🏟️ Atlético de… pic.twitter.com/SDhVZoLNhO
მოურინიოს პრეტენზიები შესვენებამდე მომხდარ ორ ეპიზოდს უკავშირდებოდა. კრისტიან რომეროს მიერ ჯუდ ბელინგემზე განხორციელებული ვარდნა VAR-მა განიხილა და არგენტინელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ატლეტიკოს ნახევარმცველის, კან-ინ ლის მიერ ფედერიკო ვალვერდეს წინააღმდეგ განხორციელებული გაცილებით უხეში ვარდნა მსაჯთა ყურადღების მიღმა დარჩა.
En cámara lenta es aún peor la de Kang In Lee a Fede Valverde.
— MT2 (@madrid_total2) September 20, 2026
No lo puedo creer. pic.twitter.com/MMbfTumBRC
პრესკონფერენცია შეგვიძლია საერთოდაც გამოვტოვოთ, რადგან მატჩის მთავარი ისტორია აი, ამ ფოტოებშია - ეს ორი აშკარა წითელი ბარათია.
თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომლებიც 10 კაცით თამაშისას შეგვექმნა, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, 50 წუთის განმავლობაში 11-ით 9-ის წინააღმდეგ რომ გვეთამაშა. ამიტომ, უბრალოდ უნდა ჩავეხუტო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც მოედანზე ყველაფერი გაიღეს და პირველი ტაიმი უმაღლესი კლასითა და ხასიათის გამოვლენით ჩაატარეს.
ატლეტიკოს ფანების გარდა, დღეს გახარებული მსაჯთა კომიტეტი უნდა იყოს. ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა. პირველი ის, რომ მატჩამდე ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვინ იქნებოდა არბიტრი, მაშინ როცა, როგორც მეუბნებიან, ეს ინფორმაცია 24 საათით ადრე უნდა ცხადდებოდეს.
გარდა ამისა, ის 41 წლის მსაჯია და არა საერთაშორისო კატეგორიის. საწყალი აქ ჩამოვიდა და წნეხს ვერ გაუძლო - იმას, რასაც მე „80-იანი წლების წნეხს“ ვუწოდებ და რასაც დღეს იშვიათად თუ შეხვდებით. შემდეგ არის ბატონი ტრუხილიო, VAR-ის მსაჯი, რომელმაც მთავარ არბიტრს პირველი წითელი ბარათის გამო უხმო, თუმცა მეორე შემთხვევაში არ დაუძახია, არადა, ის ეპიზოდი პირველზე უარესი იყო. მას რეალის მატჩებზე VAR-ის ოთახში მუშაობის საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.
რომ შევაჯამოთ, ასეთი კომბინაციაა: გამოუცდელი მსაჯი, რომელსაც მხოლოდ დაბალი რანგის მატჩები უმსაჯია და VAR-ის არბიტრი დიდი ისტორიით... ვულოცავ მსაჯთა დანიშვნის კომიტეტს. - განაცხადა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ
10-კაციანი რეალიდან ერთადერთი გოლის გატანა რუდიგერმა, 89-ე წუთზე მოახერხა, თუმცა რეალმა თამაში ვეღარ გადაარჩინა.
7 ტურის შემდეგ ჟოზეს გუნდს 15 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ლიდერ ბარსელონას კი 6 ქულით ჩამორჩება.