Belive

ოფიციალურად: რაფაელ ნადალი რეალ მადრიდის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი საფეხბურთო კლუბ რეალ მადრიდის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო კლუბი ავრცელებს.

რეალ მადრიდისთვის და მთელი მადრიდისტების საზოგადოებისთვის უდიდესი სიამაყის წყაროა, რომ ასეთი მასშტაბის პიროვნება - როგორც სპორტული მიღწევებით, ისე პირადი თვისებებით, ესპანური თუ მსოფლიო სპორტისთვის მისაბაძი მაგალითი, უერთდება ჩვენს დირექტორთა საბჭოს და ამ რანგში წვლილს შეიტანს ჩვენი კლუბის აწმყოსა და მომავალში.

ეს ღირებულებები რეალ მადრიდის იდენტობის საფუძველს წარმოადგენს, რაფაელ ნადალი მათ მთელი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში იზიარებდა და იცავდა, რითაც მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა მთელ მსოფლიოში. - რეალ მადრიდის განცხადება

აღსანიშნავია, რომ რაფაელ ნადალი ბავშვობიდანვე რეალ მადრიდის ძალიან დიდი გულშემატკივარია.

40 წლის ვეტერანმა ლეგენდარულმა სპორტსმენმა, რაფაელ ნადალმა საჩოგბურთო კარიერა 2 წლის წინ დაასრულა. სულ კარიერის განმავლობაში მას 92 ATP-ის ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 22 დიდი სლემის (14 როლან გაროსი, 2 უიმბლდონი, 4 აშშ-ის ღია პირველობა, 2 ავსტრალიის ღია პირველობა).

რაფაელ ნადალს ასევე 2 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ოლიმპიურ თამაშებზე: პირველად ეს 2008 წელს მოახერხა ერთეულთა თანრიგში, ხოლო მეორედ 2016 წლის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში.

View this post on Instagram

A post shared by Rafa Nadal (@rafaelnadal)

სხვა სტატიები