Belive

ჟოზე მოურინიო ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოზე მოურინიო დასახელდა.

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ლა ლიგის ოფიციალური აღიარება გუნდში დაბრუნების შემდეგ სადებიუტოდ მიიღო.

პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ოქტომბრის თვეში მადრიდის რეალმა ლა ლიგაში ჩატარებული სამივე შეხვედრაში გაამრჯვების მოპოვება შეძლო.

"ლოს ბლანკოსმა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა ვილიარეალი (1:0), ხოლო სევილიასთან მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (4:1). ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი კი ბარსელონას წინააღმდეგ კამპ ნოუზე, ელ კლასიკოში მოპოვებული გამარჯვება გამოდგა (2:1).

აგვისტოს თვეში ლა ლიგის საუკეთესო მვრთნელად ალავესის ხელმძღვანელი, კიკე სანჩეს ფლორესი, ხოლო სექტემბერში ბარსელონას მენეჯერი, ჰანსი ფლიკი დასახელდა.

ლა ლიგაში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, მადრიდის რეალი 30 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ ბარსელონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები