მოურინიო კვარაცხელიაზე: ,,როგორ გავაჩერებ? ახლოს თუ ჩამივლის ჩავარტყამ''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა:
,,როგორ ვაპირებთ მის გაჩერებას? თუ ახლოს ჩამივლის, იქნებ ჩავარტყა (იცინის).
ახლა მარტივია იმის თქმა, რომ მისით ყველა ინტერესდებოდა, აზრი მხოლოდ იმას აქვს, რომ ის ,,ნაპოლიში'' გადავიდა. ეს გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ალბათ, მანაც სწორი არჩევანი გააკეთა,'' - განაცხადა მოურინიომ.
სერია A-ს მე-11 ტურში ,,ნაპოლი” ,,რომას” ესტუმრება. მატჩი ხვალ, 22:45 საათზეა ჩანიშნული.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.