დუმფრისი თუ არნოლდი? მოურინიომ არჩევანი გააკეთა
დენზელ დუმფრისმა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ტრენტ ალექსანდერ არნოლდს, ბრძოლა მოუგო. მიმდინარე სეზონში, პირველი ექვსი მატჩიდან, ხუთჯერ ძირითად შემადგენლობაში ყოფნა ნათლი მაგალითია იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს, მარჯვენა ფლანგზე, სწორედ ნიდერლანდელი ფეხბურთელი მიაჩნია პირველ არჩევანად.
ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, გასულ სეზონში, ლივერპულიდან, მადრიდის რეალში გადასულმა არნოლდმა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე, მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ამჟამად, მოურინიო უპირატესობას ანიჭებს იმ შეტევით და ფიზიკურ ძალას, ასევე იმ სიმტკიცეს დაცვაში, რომელსაც მას დუმფრისი თავაზობს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ბურთის გარეშე თამაშისას, უფრო ორგანიზებული ჩანს, ორთაბრძოლებში ძლიერია და ფიზიკური მონაცემებიც იდეალურად შეესაბამება იმ ძლიერი და სწრაფი გუნდის შექმნის იდეას, რომლის მიღწევასაც პორტუგალიელი ცდილობს.
მოურინიო, ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და ამიტომ, სეზონის დასაწყისში, დუმფრისის საიმედოობას დაეყრდნო. ამის საპირისპიროდ, ინგლისელი ფეხბურთელი, ჯერჯერობით, ესპანეთის დედაქალაქს ბოლომდე ვერ მოერგო. რეალის მაისურით, მისი პირველი სეზონი რთული აღმოჩნდა - გარკვეული ფიზიკური პრობლემების გამო, ტრენტი სტაბილურად ვერ თამაშობდა. მოურინიოსთვის, მარჯვენა ფლანგზე, დუმფრისი, არნოლდზე, ერთი ანბიჯით წინაა და ამ პოზიციის მთავარ კანდიდატადაც იქცა.
🚨 BREAKING: Denzel Dumfries is now Real Madrid's UNDISPUTED starting RB.
— Madrid Zone (@theMadridZone) September 15, 2026
José Mourinho has made his decision. @marca pic.twitter.com/uku7scVedI