Belive

ჯუდ ბელინგემი: "ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობა ოცნებაა"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯუდ ბელინგემმა ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და მასთან ერთად მუშაობას ოცნება უწოდა. მადრიდის რეალის ინგლისელი ვარსკვლავი, გუნდთან ერთად, ახალი სეზონისთვის ემზადება. ჯუდი ბლანკოსს 2023/24 წლებში შეუერთდა და პირველივე სეზონში, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოურინიო კლუბში მეორე ვადით დაბრუნდა მას შემდეგ, რაც რეალმა ხაბი ალონსო და ალვარო არბელოა, წარუმატებელი სეზონის შემდეგ, გუნდიდან გაუშვა. ბელინგემმა, მოურინიოზე საუბრისას, მადრიდის რეალის ტელევიზიასტან განაცხადა:

ვგრძნობ, რომ მოურინიოსთან უკვე გარკვეული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ჩემთვის ოცნებაა, ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, როგორიც ისაა. აქამდე, მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მაგრამ ახლა, მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას, რადგან მასთან მუშაობის პროცესი გამოვცადო. - ჯუდ ბელინგემი

რეალმა წინა სეზონი უჩვეულოდ უტიტულოდ დაასრულა. "სამეფო კლუბმა" ლა ლიგაში, მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ ბარსელონას რვა ქულით ჩამორჩა. ჩემპიონთა ლიგაზე კი, 1/4-ფინალში მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა. მადრიდელებმა, ბრწყინვალე სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოეს და ახალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდებიან. რეალმა, ამ წელს, მარკ კუკურეია, ბერნარდო სილვა, იბრაჰიმა კონატე და დენზელ დუმფრისი დაიმატა. ჯუდმა კი ინტერვიუ ამ სიტყვებით დაასრულა.

ახლა უფრო მოწიფული ვარ და მეტი გამოცდილებაც მაქვს. ამ სეზონთან დაკავშირებით, ახალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის ფონზე, კარგი განცდა მაქვს. ვნახოთ, რა იქნება. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ამ კლუბში თამაში. იმედი მაქვს, ეს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. - ჯუდ ბელინგემი

სხვა სტატიები