Belive

მოურინიო და კვარა ერთად?! - დე ლაურენტისმა პორტუგალიელთან მოლაპარაკებები დაიწყო

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი იტალიური გამოცემა "news.italy24" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

"რომას" დატოვების შემდეგ, ჟოზე მოურინიოზე მოთხოვნა გაიზარდა და არაერთმა კლუბმა მასთან მოლაპარაკებების დაწყება სცადა. ერთ-ერთი ასეთი კლუბი "ნაპოლია", რომელთაც დროებითი მწვრთნელი ჰყავთ და ივნისში (თუ იქამდე სავალალო შედეგების გამო კლუბიდან იძულებით არ დაითხოვეს) ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა მოიყვანონ.

როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა - დე ლაურენტისმა, ჟოზე მოურინიოსთვის ადგილი უკვე დაჯავშნა, რომ დეტალებზე მოილაპარაკოს და დაჭირვების შემთხვევაში კლუბის მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული პორტუგალიელი დანიშნოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პასუხი მიიღო დე ლაურენტისმა ჟოზესგან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ "რომას" დატოვების შემდეგ, ჟოზე მოურინიოზე ნადირობა დაიწყეს საუდის არაბულმა კლუბებმა, თუმცა როგორც თავად 60 წლის პორტუგალიელი თავკაცი 2023 წლის ზაფხულში აცხადებდა, იგი არასდროს იმუშავებს საუდის არაბეთში და "ფულზე არ გაიყიდება".

მოურინიოთი ასევე ინტერესდებიან "ნიუკასლი" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, თუმცა იმაზე წინასწარ საუბარი, თუ სად წავა თავად ჟოზე, ჯერჯერობით რთულია.

ხვიჩა კვარაცხელია და ჟოზე მოურინიო

პორტუგალიელი სპეციალისტი "ჯალოროსიში" 2021 წლის მაისიდან მუშაობდა. რომაულ კლუბში გატარებულ პერიოდში ჟოზემ კონფერენს ლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მოურინიომ გუნდი ევროპა ლიგის ფინალშიც ათამაშა, სადაც "სევილიასთან" დამარცხდა.

სხვა სტატიები