Belive

მოურინიო ბელინგემზე: "მისი მსგავსი ნახევარმცველი არ არსებობს"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოზე მოურინიომ ათენის აეკთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაქო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის ქუსლით გატანილი გოლის შემდეგ, სიტყვები აღარ ჰყოფნიდა. ჯუდმა ამ გოლით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მადრიდელთა თავკაცმა ახალგაზრდა ნახევარმცველი განსაკუთრებული სიტყვებით შეაქო.

ის უნიკალური ფეხბურთელია. მსოფლიოში მისი მსგავსი ნახევარმცველი არ არსებობს, რომელიც თამაშის ყველა კომპონენტში ასეთი სრულყოფილია. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, რადგან ჩემთვის ის ნამდვილად გამორჩეულია. მაშინაც კი, როდესაც მისი დღე არ არის, გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და მოედანზე ძალიან ბევრს შრომობს. ის ყოველთვის ავლენს ლიდერულ თვისებებს, ამბიციას, მაღალ სათამაშო კლასს, შეტევაში ჩართვის უნარსა და გოლების გატანის სურვილს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიმართლა, რომ ასეთი შემადგენლობა მყავს. - ჟოზე მოურინიო

გუშინდელ შეხვედრაში, მადრიდელებმა 3:2 იმარჯვეს და ოთხიდან ოთხი მოგებით, პარი სენ-ჟერმენთან ერთად, სატურნირო ცხრილის თანალიდერები არიან. რეალის მხრიდან, გოლები ჯუდ ბელინგემმა, კილიან მბაპემ და ფედერიკო ვალვერდემ გაიტანეს. რეალი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრაში, ლონდონის არსენალს ესტუმრება.

სხვა სტატიები