მოურინიო: ,,20-30 წლის წინ ფეხბურთელები საჯარიმოში ასე არ წაიქცეოდნენ''
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ლაციოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:
,,დერბის წაგება ყოველთვის მტკივნეულია. დიდი სირთულეების წინაშე ვართ და მუდმივად მათ გადალახვას ვცდილობთ.
დღეს ჩვენ თანამედროვე ფეხბურთის რეალობის გამო დავმარცხდით - მსაჯი ინციდენტის ადგილიდან სამ მეტრში იდგა, ყველაფერი დაინახა და პენალტი არ დანიშნა, თუმცა ეს მის ნაცვლად VAR-მა გააკეთა.
ორსატო, როგორც წესი, ასეთ ეპიზოდებს ატარებს, მაგრამ, როცა ეკრანთან ზის ვიღაც, ვინც ასეთ მინიმალურ კონტაქტზე პენალტს ნიშნავს, ის ბევრს ვერაფერს შეცვლის... 20-30 წლის წინ, ფეხბურთელები საჯარიმოში ასე არ წაიქცეოდნენ. - ჟოზე მოურინიო
იტალიის თასის მეოთხედფინალში რომაული დერბი გაიმართა, რომელშიც ,,ლაციომ'' ,,რომას'' 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩის ერთადერთი გოლი მატია ძაკანიმ გაიტანა, რომელმაც 51-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.