გასპერინიმ პრესკონფერენცია ტირილით შეწყვიტა
რომას მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ პარასკევს ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ცრემლები წამოუვიდა მაშინ, როცა პრესკონფერენციას მართავდა. როგორც ჩანს, „ჯალოროსის“ მწვრთნელი კლუბის მენეჯერთან, კლაუდიო რანიერისთან ურთიერთობის გაფუჭებამ, ცუდ ემოციურ მდგომარეობაში ჩააგდო.
ამ კვირაში, საწვრთნელ მოედანზე დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია - კლუბის მფლობელების უფროსი მრჩევლის, რანიერის დამამცირებელი განცხადებების შემდეგ. ვეტერანმა ტექნიკოსმა განაცხადა, რომ გასპერინი გასულ ზაფხულს რომას მწვრთნელის თანამდებობაზე მხოლოდ მეოთხე არჩევანი იყო.
პარასკევს ვნახე ინტერვიუ, რომელშიც რანიერიმ გარკვეული სიტუაციებზე ისაუბრა, მაგრამ ჩემთვის ეს წარმოუდგენელი სიურპრიზი იყო.
რანიერისა და ჩემს შორის არასდროს ყოფილა განსხვავებული ტონი. არც პრესკონფერენციაზე და არც პირადად. ამას არ ველოდი. მრავალი წლის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი დამცირების მსხვერპლი. იმ მომენტიდან თავს ვარიდებ ნებისმიერ კომენტარს, რათა კლუბს ან გულშემატკივრებს კიდევ უფრო არ ვაწყენინო. - განაცხადა გასპერინიმ
იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციის ბოლომდე ჩატარება ვერ შეძლო და ოთახი ცრემლმორეულმა დატოვა. 18 აპრილს, რომა საკუთარ მოედანზე ატალანტას მიიღებს - რომა მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. დედაქალაქელები მეოთხეზე მყოფ იუვენტუსს 3 ქულით ჩამორჩებიან.
Gasperini si emoziona ricordando la "sua" Atalanta 🥹❤️#Gasperini #Roma #DAZN pic.twitter.com/OO88ckjkZg
— DAZN Italia (@DAZN_IT) April 17, 2026