Belive

მოურინიომ განმარტა, რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას გალათასარაისთან მარცხის შემდეგ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ფენერბაჰჩეს'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, უპასუხა შეკითხვას თუ რატომ არ ჩაატარა პრესკონფერენცია ,,გალათასარაისთან'' წაგებული მატჩის შემდეგ:

,,ჩემი 24-წლიანი კარიერის განმავლობაში, პრესკონფერენციისთვის თავი არასდროს ამირიდებია. ჟურნალისტებისა და მათი შეკითხვების არასდროს შემშინებია.

სტუმარი გუნდის მწვრთნელი პრესკონფერენციას პირველი ატარებს, რათა უფრო სწრაფად გათავისუფლდეს, ეს ნორმალურია. მაგრამ, საზღვარი ყველაფერს აქვს. 70 წუთი ვიცადე და დარბაზში მაინც ვერ შევედი. რიგს 70, 75 ან 80 წუთი ვერ დაველოდები.

ბოდიში, მაგრამ ეს უპატივცემულობაა! თუ ვინმემ უპატივცემულობა იგრძნო, ეს სწორედ მე ვარ...'' - ჟოზე მოურინიო

თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში ,,ფენერბაჰჩე'' ,,გალათასარაისთან'' 1:3 დამარცხდა.

მოურინიოს გუნდი სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ ,,გალათასარაის'' 5 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები