მოულოდნელი გადაწყვეტილება - ნაპოლის სპორტული დირექტორი მტრის ბანაკში გადადის?!
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ტურინის "იუვენტუსის" მომავალი სპორტული დირექტორი გახდება.
ისეთი ავტორიტეტული იტალიური გამოცემები, როგორიცაა: Footballitalia და La Gazzetta Dello Sport-ი აღნიშნავენ, რომ ტურინელებმა "ნაპოლიზე" წნეხი გაზარდეს, რის შემდეგაც ნეაპოლიტანურკ კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის გადაბირება წარმატებით შეძლეს.
33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლიმ" სკუდეტოს მოგება შეძლო - წარმატებაში ლომის წილი ჯუნტოლის მიუძღვის, რომელმაც წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკის შედეგად, კლუბში კვარაცხელია, კიმი, ოლივერა და რასპადორი მიიყვანა.
51-წლის ჯუნტოლის "ნაპოლის" პრეზიდენტი ნდობას უცხადებს და ამ ფონზე, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მისი მხრიდან მოულოდნელია, თუმცა, La Gazzetta Dello Sport-ი მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ ჯუნტოლისა და "ბიანკონერის" შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია - გარიგების თანახმად, ჯუნტოლი "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაინიშნება.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ "იუვენტუსი" ერთადერთი გრანდი არაა, რომელიც ჯუნტოლის სამსახურით ინტერესდება. მისი გადაბირება პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს - "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემსას" სურთ.