Belive

"ხვიჩა მთელი ქვეყნის საფეხბურთო კერპია" - გიორგი წიტაიშვილი

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა, ფრანგულ გამოცემა L'equipe-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

დღეს, 23:55 საათზე მეცი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება, ფრანგულმა გამოცემამ სწორედ ამ შეხვედრის დაწყებამდე გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა:

ყველა ქართველისთვის ხვიჩა მნიშვნელოვანი ადამიანია, ის ყველას უყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ის მთელი ქვეყნის საფეხბურთო კერპია, თუმცა უმთავრესია, რომ ხვიჩა პიონერია. მისი ნიჭის წყალობით, ბევრი ქართველი ახლა ევროპის TOP 5 ლიგის გუნდებში თამაშობს. ძალიან ბევრი ადამიანი ხვიჩას მხოლოდ ვარსკვლავად აღიქვამს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის არის ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ ღირებულებებს და რწმენას იცავს, რაც დიდი იშვიათობაა და მისაბაძი მაგალითია.

მე ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემთვის საფეხბურთო კერპია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მას მეგობრად და მაგალითის მომცემ ადამიანად აღვიქვამ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მას რთული ბავშვობა ჰქონდა, როდესაც პატარა იყო სხვა ქვეყანაში მოუწია წასვლა, სადაც ოჯახის გარეშე ცხოვრობდა. მაგრამ მან მაინც მოახერხა და ოცნება აიხდინა.

ყოველდღიურად ერთად ვარჯიში, ეს წარმოუდგენელი რამ იქნებოდა, მასთან ერთად ერთ გუნდში ვარჯიში ახდენილი ოცნებაა. ხვიჩას ძალიან კარგად ვიცნობ და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ, ვიცი როგორ მოვერგო მას, მის გვერდით თამაში შემიძლია. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს თანაგუნდელები ვიქნებით. - გიორგი წიტაიშვილი

შეგახსენებთ, რომ მეცში სამი ქართველი თამაშობს - გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია, ხოლო პარი სენ-ჟერმენში ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს.

საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ 51 ქულით მე-2 პოზიციაზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლანსს, ხოლო მეცი 13 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა.

სხვა სტატიები