"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ" - რუბინი კვარაცხელიას შესახებ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავის მიმართ ვნებათაღელვა არ ცხრება - გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინი" დატოვა. რუსეთის ჩემპიონატიდან წამოსვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშონ. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელები მოლაპარაკებას “დინამო ბათუმთან” აწარმოებენ და დამატებითი დეტალები სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაძლოა, ორივე ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ზაფხულამდე ითამაშოს, შემდეგ კი კარიერა ევროპაში გააგრძელოს. ამჟამად, ორივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 25 და 29 მარტს, შესაბამისად, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, "რუბინის" Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსული კლუბი არ დაუტოვებია.
"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ", - აღნიშნულია "რუბინის" პოსტზე.
pic.twitter.com/lDQ9W0WFOM — «Рубин» Казань (@fcrk) March 23, 2022