მომდევნო მატჩის გამოტოვების საფრთხე | კვარაცხელიას ტრავმა აქვს
"ნაპოლი" "უდინეზესთან" გასვლით მატჩს სრულიად განსხვავებული განწყობით უახლოვდება, ვიდრე იგივე მატჩს, რომელიც დაახლოებით თორმეტი თვის წინ გამართა და მაშინ პარტენოპეიმ სწორედ ამ შეხვედრაში მოგებით გაიფორმა მესამე სკუდეტო თავის ისტორიაში, წელს კი გადამწყვეტ ქულების ასაღებად მხოლოდ იმიტომ ითამაშებენ, რომ რომელიმე ევროპულ ტურნირზე მოხვდნენ. ამის გაკეთება, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოუწევთ.
როგორც კლუბის მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ, პარასკევის ვარჯიშის დროს, კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის კუნთის ტკივილი აღენიშნებოდა და ამიტომ, შაბათს სპორტდარბაზში პერსონალიზებული სამუშაო სესია გაიარა. ამიტომ ქართველის ყოფნა ორშაბათს საღამოს მატჩისთვის ეჭვქვეშ დგას, მის ადგილზე სათამაშოდ კი მზად რასპადორია.
ნაპოლისთვის ეს სეზონი დასავიწყებელია, რადგან თითქმის შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. 34 მატჩის შემდეგ (რუდი გარსია, ვალტერ მაცარი და კალცონა), პარტენოპეიმ 50 ქულა დააგროვა, რაც 33-ით ნაკლებია გასული სეზონის იმავე პერიოდთან შედარებით, მაშინ, როცა გუნდს სათავეში ლუჩიანო სპალეტი ედგა.