"კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შოუ" - ლიგა 1-ის ვებგვერდი
UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.
"დინამო არენაზე" გამართული მატჩი, "ჯვაროსნების" სრული დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ, 6:1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში, საქართველომ სომხეთი 9:1 დაამარცხა და B-დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
დღევანდელ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ. კვარამ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გიორგი მიქაუტაძემ კი დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქართული დუეტის ბრწყინვალე პერფორმანსს ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა. Facebook-ზე განთავსებული პოსტი "კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შოუდ" დასახელდა.
შეგახსენებთ, სომხეთის დამარცხების შედეგად საქართველო კვლავ ერთა ლიგის B-დივიზიონში იასპარეზებს.