Belive

"მხოლოდ პატივისცემა, თქვენ გაგძარცვეს" - როგორ ეხმაურებიან დანიელი ფანები იბერიას მატჩს

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპენჰაგენი უეფას კონფერენს ლიგის, ლიგის ფაზის მატჩში, იბერია 1999-ს დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

22-ე წუთისთვის კოპენჰაგენი 2-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვებდა, თუმცა 30-ე წუთზე ამირან ძაგანიამ ანგარიშის შემცირება შეძლო. მეორე ტაიმში იბერიამ გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ 53-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და ჟან-მარკ ტიბუს გოლი გააუქმა.

მატჩის დასრულების შემდეგ, დანიელი ფანები კოპენჰაგენის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო იყვნენ და აღნიშნეს, რომ იბერიამ მათი პატივისცემა დაიმსახურა.

  • იბერიას მხოლოდ პატივისცემა. დღეს, მათ ბრწყინვალედ ითამაშეს.

  • უდიდესი კლოუნადა მეორე გაშვებული გოლის დროს - სამარცხვინოა.

  • წარმოუდგენელია, 2:1 გუნდის წინააღმდეგ, რომლის არსებობის შესახებაც კი არ ვიცოდით.

  • ქურდობა - ქართველებს გოლი მოპარეს. ასეთი გოლი კოპენჰაგენს, რომ გაეტანა აუცილებლად ჩათვლიდნენ.

შეგახსენებთ, რომ უეფას კონფერენს ლიგის, ლიგის ფაზის სამი ტურის შემდეგ იბერია 1999-ს 1 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, 21:45 საათზე, ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები